Friday, April 18, 2008

ანა ერიაშვილის გაკვეთილი

18 აპრილს 182-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა ანა ერიაშვილმა ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი მე-9 კლასში თემაზე ”კახეთი”.
გაკვეთილზე მოწვეული იყნენ 25-ე, 117-ე, 145-ე და 146-ე საჯარო სკოლების პედაგოგები, რომლებთან ერთადაც ქალბატონმა ანამ განიხილა ჩატარებული გაკვეთილი.

Wednesday, April 16, 2008

ლეილა ქავთარაძის გაკვეთილი

16 აპრილს 146-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ლეილა ქავთარაძემ ჩაატარა გაკვეთილი გეოგრაფიაში მე-11 კლასში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრაციით. გაკვეთილი იყო თემაზე ”იაპონია - ტექნოლგიური გიგანტი”.
გაკვეთილს ესწრებოდნენ ამავე სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფებიდან. დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. თითქმის ყველამ გამოთქვა სურვილი მსგავსი გაკვეთილის საკუთარ საგანში ჩატარების. ქალბატონმა ლეილამ გააჟღერა იდეა და კონკრეტული გეგმა უახლოეს მომავალში არა მარტო ისტ ინტეგრირებული, არამედ ინტერდისციპლინარული გაკვეთილის ჩატარების.


Friday, April 11, 2008

ეთერ პერტენავას გაკვეთილი

11 აპრილს 145-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ეთერ პერტენავამ მე-8 კლასში ჩაატარა გაკვეთილი ქართულ ენაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრაციით. ამ გაკვეთილით მასწავლებელმა შეაჯამა მე-5-დან მე-8 კლასის ჩათვლით გავლილი მასალა.
კლასში მიმდინარეობდა ჯგუფური მუშაობა, თითოეულ ჯგუფს ერქვა იდიომებისგან შედგენილი სახელები.