18 აპრილს 182-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა ანა ერიაშვილმა ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი მე-9 კლასში თემაზე ”კახეთი”.
გაკვეთილზე მოწვეული იყნენ 25-ე, 117-ე, 145-ე და 146-ე საჯარო სკოლების პედაგოგები, რომლებთან ერთადაც ქალბატონმა ანამ განიხილა ჩატარებული გაკვეთილი.
Friday, April 18, 2008
Wednesday, April 16, 2008
ლეილა ქავთარაძის გაკვეთილი
16 აპრილს 146-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ლეილა ქავთარაძემ ჩაატარა გაკვეთილი გეოგრაფიაში მე-11 კლასში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრაციით. გაკვეთილი იყო თემაზე ”იაპონია - ტექნოლგიური გიგანტი”.
გაკვეთილს ესწრებოდნენ ამავე სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფებიდან. დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. თითქმის ყველამ გამოთქვა სურვილი მსგავსი გაკვეთილის საკუთარ საგანში ჩატარების. ქალბატონმა ლეილამ გააჟღერა იდეა და კონკრეტული გეგმა უახლოეს მომავალში არა მარტო ისტ ინტეგრირებული, არამედ ინტერდისციპლინარული გაკვეთილის ჩატარების.

Friday, April 11, 2008
ეთერ პერტენავას გაკვეთილი
11 აპრილს 145-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ეთერ პერტენავამ მე-8 კლასში ჩაატარა გაკვეთილი ქართულ ენაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრაციით. ამ გაკვეთილით მასწავლებელმა შეაჯამა მე-5-დან მე-8 კლასის ჩათვლით გავლილი მასალა.
კლასში მიმდინარეობდა ჯგუფური მუშაობა, თითოეულ ჯგუფს ერქვა იდიომებისგან შედგენილი სახელები.
კლასში მიმდინარეობდა ჯგუფური მუშაობა, თითოეულ ჯგუფს ერქვა იდიომებისგან შედგენილი სახელები.
Monday, March 24, 2008
ხათუნა აბრამიას გაკვეთილი
19 მარტს 122-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა ხათუნა აბრამიამ ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე "ვულკანები". გაკვეთილი ჩატარდა კომპიუტერულ ლაბორატორიაში, გამოყენებული იყო ერთი სამაგიდო კომპიუტერი და პროექტორი. მასალების წინასწარი მოძიების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომლებმაც ინტერნეტის საშუალებით მოაგროვეს დიდძალი ვიზუალური და ტექსტური მასალა, ააწყვეს პრეზენტაციები; ვულკანების გეორეფერენსირებისთვის გამოიყენეს გუგლ დედამიწა, რაც მეტად ეფექტური და კარგად აღსაქმელი იყო.
გაკვეთილის ბოლო ნაწილში გაიმართა დისკუსია ახალი მასალის გარშემო, რომელშიც მთელი კლასი აქტიურად იყო ჩართული, თვითონ მოსწავლეებმა დასვეს სააზროვნო კითხვები და თავადვე ცდილობდნენ ლოგიკური პასუხების პოვნას.
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ინფორმაციული მენეჯერი მანანა კვინიკაძე.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სხვა საგნობრივი ქსელის მასწავლებლები, რომლებმაც საკუთარ კლასში მსგავსი აქტივობის ჩატარების სურვილი გამოთქვეს.

Thursday, March 20, 2008
დალი ირემაშვილის გაკვეთილი
13 მარტს 145-ე სკოლის პედაგოგმა დალი ირემაშვილმა მე-9 კლასში ჩაატარა გეოგრაფიის გაკვეთილი, რომლის დაგეგმვის, მოსწავლეთა მიერ მასალების მოძიების და უშუალოდ გაკვეთილის წარმართვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ინფორმაციული ტექნოლოგიები. გაკვეთილი იყო ახალი საკითხის გაცნობის ხასიათის, კერძოდ, მსოფლიოში გავრცელებული სატრანსპორტო საშუალებებზე, თუმცა წინასწარ ჩატარებული იყო მოსამზადებელი სამუშაოები: მოსწავლეებს მასწავლებლის ზოგადი მითითების საფუძველზე შეგროვებული ჰქონდათ თემატიკის მიხედვით მულტიმედიური მასალა; გარდა ამისა, მასწავლებელმა წინასწარ დაგეგმა გაკვეთილის მიმდინარეობა, საკლასო მენეჯმენტი და სავარაუდო შედეგები.
მოსწავლეებს მოუწიათ ჯგუფებში მუშაობა, ახალი მასალის გაცნობა და პრეზენტაცია. პრეზენტაციის დროს ინფორმაციული მენეჯერის, ხათუნა გულიაშვილის მიერ პროექტორის საშუალებით ხდებოდა თემატურად შესაბამისი, წინასწარ მომზადებული სლაიდების ჩვენება, რაც მეტად ეფექტური გამოდგა მთელი კლასის ყურადღების კონცენტრაციისა და, საბოლოოდ, დასახულ შედეგების მიღწევისთვის. გაკვეთილის ბოლო ნაწილში მოსწავლეები სპეციალური რუბრიკის მიხედვით თავად აფასებდნენ საკუთარ თავს და გაკვეთილის მიმდინარეობას.
გაკვეთილს ესწრებოდნენ როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა პედაგოგები, ასევე დაინტერესებული მასწავლებლები 182-ე და 146-ე საჯარო სკოლებიდან.
ქალბატონმა დალიმ შემდეგ შეხვედრაზე თავის კოლეგებთან ისაუბრა გაკვეთილის დაგეგმვისა და მიმდინარეობის დეტალებზე; აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შრომა დაიხარჯა მოსამზადებელ აქტივობებში და პროექტორის გამოყენება გარკვეული დისკომფორტიც კი იყო მისთვის, საბოლოოდ აღმოჩნდა, სწორედ მოსწავლეების ჩართვა დაგეგმვის პროცესში და ვიზუალური ეფექტები გახდა გაკვეთილის წარმატების მიზეზი.
Tuesday, February 12, 2008
დალი ძმანაშვილის გაკვეთილი
11 თებერვალს 145-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედეგოგმა დალი ძმანაშვილმა ჩაატარა გაკვეთილი, რომელშიც ინტეგრირებული იყო ინფორმაციული ტექნოლოგიები; მასალების მოსმზადებლად მასწავლებელმა დაიხმარა ინფორმაციული მენეჯერი და მოსწავლეებიც, რომლებმაც შეადგინეს პრეზენტაციები და აკრიფეს ტექსტები; ტექნიკის სახით გამოყენებულ იქნა ერთი კომპიუტერი და პროექტორი. გაკვეთილი იყო შემაჯამებელი ხასიათის და ჰქონდა ვიქტორინის სახე.
სკოლის დირექტორის ქ-ნი ნინო ნატროშვილის ინიციატივით გაკვეთილს მიეცა საჩვენებელი სახე და მას ესწრებოდნენ სკოლის სხვა მასწავლებლები და რესურს-ცენტრის თანამშრომლები.
ამ გაკვეთილის მასალები და გეგმა შეგიძლიათ იხილოთ ლემილში.
Subscribe to:
Posts (Atom)